თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცუბლება დასაშვებად იქნა ცნობილი, მათ შორის 200 000-იანი რუკები, რომლებსაც დაცვის მხარე არაკანონიერი გზით მოპოვებულად თვლის, ასევე, დასაშვებად ცნეს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები.
“არ არსებობს ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოდ ჩვენს ბრალეულობას შეესაბამება”, – თქვა ივერი მელაშვილმა.
ადვოკატ, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ივერი მელაშვილი ზუსტად იგივეს მოყვება სასამართლო პროცესზე, რაც საჯარო ინტერვიუებში აქვს ნათქვამი.
კომენტარები