პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ვარ მათემატიკოსი, რომელსაც გავლილი აქვს მათ. ლოგიკის კურსი.
შეთანხმების ჩანაწერი – “ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით…” – ლოგიკურად ნიშნავს, რომ და/ან-ით გამოყოფილი ნაწილებიდან რომელიმეს არ შესრულება არ ნიშნავს შეთანხმების დარღვევას.
ეს იკითხება ისე, რომ ერთი მაინც უნდა შესრულდეს.
პოლიტიკური შეთანხმების ენდშპილი ასე გამოიყურება:
1. ქართული ოცნების მხრიდან ამნისტიის ლობირება ნიშნავს, რომ ამნისტია მათ საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდათ და არა მელიას გასათავისუფლებლად.
2. ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლა ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებული არსებობს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.
3. მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პარტია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს, რომ რაიმე მორალური კომპრომისი დაუშვა.
დაველოდოთ…”
60607 კომენტარი4 გაზიარებამომწონსკომენტარიგაზიარება
კომენტარები