საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
„მგონი, ნიკა მელია ჩემს ხაბეზე ეჭვიანობს, თორემ საკუთარ განცხადებაში რაიმე ახალი თქვა? ამ პარტიაში თავად რისთვის იყო მისული, რაიმე ქმედითი გააკეთა? „ნაცმოძრაობას“ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი აქვს დაფინანსება და ამ თანხას ინაწილებდნენ. ვერ გავიგე, ხაბეს ფული არ უნდა? დანარჩენებს კეზერაშვილის ფულის განაწილება არ უნდათ? ხაბე იგივეს აკეთებს და რატომ უკვირს? ეჭვიანობს, რადგან ჩემმა ხაბემ გამოაბუნძულა და თამაშგარე დარჩა. მას ეს ალაპარაკებს, თორემ როდის იყო, რაიმე ქმედითი შეექმნა. როცა თავად იყო ხელმძღვანელი, რა გააკეთა? ჩემი ხაბე დარბის, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა-ფაუნა, ამინდის პროგნოზი და ა.შ. მელია ამასაც ვერ აკეთებდა. თუ ერთი ადგილი აქვს, პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს, ცალკე გადავიდეს, იქ იმოძრაოს და ფული აკეთოს. ახლა ხაბეს დაუთმოს, ხაბეს დროა“.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ „დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა“.
კომენტარები