თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება „შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და პოლონეთში იმყოფება.
– მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა პირადად მოუწოდა თავიდან, დაეტოვებინა ნაცმოძრაობას პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი დატოვა ნაცმოძრაობის თავმჯდომარემაც, ესენი მაინც არ ტოვებენ მანდატებს, რა არის ამის მიზეზი?
– ერთ რამეს ვიტყვი რა – თუკი, თავისი გადასახედიდან, პოლიტიკაში წარმატებულ ივანიშვილს არ ეთმობა ძალაუფლება, წარმოგიდგენიათ, დამარცხებული ოპოზიციონერები როგორ არიან ჩაბღაუჭებულნი ამ მანდატებს? პარლამენტარები რომ არიან, თითქოს ამითი თავის პატარა ეგოს იკმაყოფილებენ, იმ მანდატებს დათმობენ, რომელიც, მათი აზრით, მოქალაქეებზე თუნდაც ოდნავ მაღლა აყენებს? იმ მანდატებს დათმობენ, რომლითაც ვაჭრობა შეუძლიათ? რაც შეეხება მელიას, ჯერ შევიდა პარლამენტში, გაიბანძა თავი, მაგ პერიოდში გააკეთა სააკაშვილმა განცხადება, გამოდით პარლამენტიდანო და არ გამოვიდა, წინააღმდეგობა აწყობდა მაშინ, მერე სააკაშვილმა მეორე განცხადება გააკეთა, დარჩით პარლამენტში და გამოიყენეთ პარლამენტის ტრიბუნაო და ამასობაში, ერთი ადგილობრივი არჩევნებისთვის გამოვიდა პარლამენტიდან მერობა მოინდომა. მეორე, იმიტომ გამოვიდა პარლამენტიდან, რომ თქვას, აი, მე რა კარგი ბიჭი ვარ, დავტოვე პარლამენტიო და ახლა ყველას ყველაფერს აბრალებს საკუთარი თავის გარდა. მქონია მე ნიკა მელიასთან ურთიერთობა და არ არის რაციონალურად მოაზროვნე, სხვა პლანეტაზეა. როდესაც კომპლექსები გაქვს, რომ ბოკერია და უგულავა, მაგალითად, შენზე უკეთ ლაპარაკობს და მარტო ეს გგონია შენი პრობლემა, შენ ლიდერი არ ხარ.
კომენტარები