„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, ტვ პირველთან საუბრისას, ნიკა მელიას, ყოფილ თავმჯდომარეს მიმართავს და ამბობს:
„მელია თუ გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას, ძალიან მარტივია ჩემთან საუბარი, ენმ-ს გვლანძღავს და კარგია? ჩემდა სამწუხაროდ, ყველა გამოსვლაში ენმ-ის ლანძღავს და მძიმეა ეს საყურებლად, ყველაფრის დავიწყება შეიძლება. ჩემთვის ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ბევრად მნიშვნელოვანი. ამიტომ საჯაროდ ვამბობ, არავითარი პრობლემა არავისთან, გუშინ ასე თქვა, ასე მოიქცა – არ გვაქვს ინტერესი, ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ვინც ამ ერთობას ხელს შეუშლის, ცალკე კიდევ ტალახს ესვრის ენმ-ს, მას თავად გასცემს საზოგადოება პასუხს, მათ შორის განულდება ყველამ, ვინც გადაწყვეტს მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლას, ჩვენ მხოლოდ ერთ მტერს განვიხილავთ – ეს არის ბიძინა ივანიშვილი.”
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები