მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ და ეს ასე აღარ იქნება. ის საუბრობს ნაციონალურ მოძრაობასა და მის ლიდერებზე და ამბობს:
მით უმეტეს ამ მოცემულობაში, რაც ნაცებს სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე – ვაი, და ხაბეიშვილის მხარე – ვუი და პარტია არის ვაი–ვუი და არავის აქვს სურვილი ვაი–ვუის საქმე აკეთოს, გააკეთონ თვითონ თავის საქმე, მე გავაშუქებ, რასაც ესენი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ თავიანთი ადგილი სად არის.
მე ვთვლი, რომ მელიას როგორც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის საქმე, იმ არჩევნებამდე ბევრად დიდი ხნით ადრე იყო დასრულებული, უბრალოდ, ის ამას ვერ მიხვდა და დღემდე ვერ ხვდება, ის მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში ვეღარ შეასრულებს, იქნება სადღაც, მაგრამ ის რაც მას ჰქონდა დაგროვილი კაპიტალი, როდესაც პატიმრობაში იყო და როდესაც შარლ მიშელის და ევროპის დახმარებით გამოუშვეს, ის კაპიტალი მან სრულიად ტყუილად გაფლანგა და ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო. ამას მელია თუ მიხვდება, შეიძლება რაღაც შანსი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ გარეშე, ჩვენ უბრალოდ გავაშუქებთ რას იზამს, თუ არაფერს იზამს, არ გავაშუქებთ.
პლიუს ხდება ის, რომ ორივე მხარე პარაზიტირებს მიშას თემით, მელიამ დაიჯერა, რომ რაღაცა შეეძლო, არადა, მიშასთან რომ იყო მიკედლებული, იმიტომ ჰქონდა ის ხმები, ცუდი იყო ის, რომ ყველამ იცოდა რომ მას მიშასთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და არ მოსწონდა მიშა, მაგრამ მიშას ხმებით ძალიან კარგად არსებობდა. ახლა ეს მხარე პარაზიტირებს მიშათი და მიშაც რომ მიხვდეს, რომ პატიმრობაში უკეთესი იყო ყველასთვის თავი დაენებებინა და თავისი თავი ხელახლა შეექმნა, უკეთესი იქნებოდა ყველასთვის.
“ხაბეიშვილს დასცინიან… არავინ აპირებს ხმის მიცემას, არასერიოზულად აღიქვამენ” – გიორგი გაბუნია
კომენტარები