გიორგი ჯავახაძე, ალია
მასალა სრულად – “ალიას” 18 ოქტომბრის ნომერში.
14 ოქტომბერს აქცია იყო დედაქალაქში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და პარალელურად, არც მეტი და არც ნაკლები, უცებ, მოულოდნელად, ხანძარი გაჩნდა რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ არ იყო დაცული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები და რომ ხანძარი გაჩნდა სახურავიდან.
ხანძარი გაჩნდა ე.წ. სასადილოში. დაიღუპა 2 პატიმარი, თუმცა, პატიმართა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეორე დღეს გავრცელდა. მოიწამლა რამდენიმე პატიმარი. როგორც, ადვოკატი, ალექსანდრე კობახიძე უყვება „ალიას“ არც დაშავებულ და არც დაღუპულ პატიმრებს დამწვრობა არ აღენიშნებათ – ისინი კვამლით გაიგუდნენ და როგორც მას პატიმრები უყვებიან, ციხეში მყოფი ადამიანები შეკეტეს საკნებში, არ გადაიყვანეს მიმდებარე ციხეებში და სწორედ საკნებში შეღწეულმა კვამლმა გაგუდა ისინი. „ალიას“ ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელი იყო, თუ არა ხანძარი გადასულიყო იმ რუსთავის მე-12 დაწესებულებაზე, სადაც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, კობაიძე პასუხობს, რომ კი, შესაძლებელი იყო. საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთი ბადრაგი არ არის დაშავებული, ოფიციალური მონაცემის მიხედვით, როგორ გაარჩია ბადრაგი და პატიმარი უბედურმა შემთხვევამ? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
„ალიას“ წყარო, რომელიც ყოფილი ძალოვანია და გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს ვინაობის დასახელება, შემდეგს უყვება:
„რუსთავის ციხეში ხანძარი გაჩნდა მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბებოდა თავისუფლების მოედანზე, ვინც ახლოს ცხოვრობს სანაპიროსთან, ყველამ ნახა რამსიგრძე იყო ავტოკოლონა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქში, ხელისუფლებამ ყველაზე დიდი პოლიციური ძალა რეალურად ციხესთან მოაბილიზა. ერთი დაძახება უნდოდა ამ შეკრებილ ხალხს და ციხე იყო აღებული, ვისაც ძალოვნებში უმუშავია რამე პოზიციაზე მაინც, დამეთანხმება, რომ ამ ოდენობის ხალხს ვერავინ შეაჩერებდა.
ჩემი ინფორმაციით, ხანძარი არ იყო შემთხვევითი, სწორედ იმ დღეს და იმ ციხის მიმდებარედ, სადაც მიშაა ახლა. მე-12 ციხეში რომ გაჩენილიყო ხანძარი, ხალხს ვეღარ შეაკავებდნენ, მაგრამ ნიკა მელიას და „ენმ“-ის ლიდერებს, ნათლად დაუხატეს სურათი, რა მოხდებოდა შემდეგ – შემდეგ გაჩნდებოდა ხანძარი მე-12 დაწესებულებაში, გადაიკეტებოდა რუსთავი, დაიძრებოდა ხალხი რუსთავისკენ, მოხდებოდა შეტაკება, ამასობაში „გაძლიერდებოდა“ ხანძარი მე-12 დაწესებულებაში და შემთხვევით შეიძლებოდა დაღუპულიყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.
ხელისუფლება კი, ხანძრის გაჩენას და რუსთავის ციხეებისკენ დაძრულ ხალხს ერთმანეთთან დააკავშირებდა და იტყოდა, რომ ხანძრის უკანაც ოპოზიცია დგას, შემდეგ კი იტყოდა, რომ ამ არეულობის დროს, მათ ვეღარ მოახერხეს მესამე პრეზიდენტის დროული გამოყვანა და შეტაკებასაც და სააკაშვილის სიკვდილსაც ოპოზიციას დააბრალებდა.
სწორედ ამის მერე გადაიქცა დაანონსებული საპროტესტო აქცია კონცერტად და ვალის მოხდის აქციად. ნიკა მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშა „გაიგუდებოდა“ და დასრულდებოდა მაგით ყველაფერი. მიშას ციხეში გარდაცვალების, ან მისი უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში, ოპოზიცია სრულად დასრულდება, განადგურდება, ერთადერთი ამითი ვინც იხეირებს, იქნება გახარია და მისი ფსევდოპოზიციური პარტია, სხვა ვერავინ, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია. ნიკა მელიას ფერი არ ჰქონდა სახეზე, ისე იყო შეშინებული, არ იცოდა, რა უნდა ექნა, აქცია რომ არ დაშლილიყო.“
„ალიას“ კიდევ ერთი სკანდალური და კულუარული ინფორმაცია მოაწოდა წყარომ – როგორც გვიყვება წყარო: „ხელისუფლება ყველაფრისთვის მზადაა, წარმოუდგენლად დიდ ფულზეა საუბარი, მიეჩვივნენ ყოველ დღე მზამზარეულ ფულს, ამის დათმობა ხელისუფლებაში მყოფ ძალებს, რასაკვირველია არ სურთ. ჩამოყვანილი ჰყავთ გაწვრთნილი რაზმები, რომლებიც სპეცრამში ჰყავთ ჯგუფებად, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, დაწყებული არასასურველი ადამიანების დახოცვიდან, დამთავრებული აქციების სასტიკად დარბევით.“
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიცია რამდენიმე დღის წინ, ციხეში იმიტირებული ბუნტის შესაძლებლობასა და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმაზე ალაპარაკდა.
კომენტარები