,,ნაცმოძრაობის” წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე:
,,იცით, ამ პროცესში რამდენი რაღაც არ მომეწონა? ძალიან ბევრი – ჩემი პოზიციისა და იმის მიუხედავად, რომ მე შიდა არჩევნებში არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დამიჭერია. ბოლო წუთამდე ნიკა მელიას ვგულშემატკივრობდი. ის, რატომაც ბოლოს მე და ნიკა მელიას კონფლიქტი მოგვივიდა, მისი სიტყვები იყო – რომ ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ენმ-ში ფერფლს დატოვებდა.
იცით, 11 წლის განმავლობაში ამ პარტიაში რამდენი რამ არ მომწონებია? იცით, ყველა თავმჯდომარესთან რამდენჯერ მიჩხუბია? იცით, მე და ნიკა მელია, მე და გრიგოლ ვაშაძე და მე და დავით ბაქრაძე როგორ ვჩხუბობდით? ხან პარტიის თავმჯდომარე არ მომწონდა, ხან პოლიტსაბჭოსი. მე და გიგა ბოკერიასაც უდიდესი დაპირისპირება გვქონდა, როცა ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. მაგრამ, არასოდეს მიფიქრია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დამეტოვებინა იმის გამო, რომ შიგნით ვიღაცასთან რაღაცაზე ვერ ვთანხმდებოდი და გაუგებრობა გვქონდა. ”
კომენტარები