ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება პარალელურ სამყაროშია.
“მელამ რომ კუდი მოიყვანა თავის მოწმედ, აი, ამას ჰგავს „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ამ ადამიანზე ამბობენ, რომ ის არ არის ოლიგარქი. რა კანონი უნდა დავწეროთ ისეთი, რომელიც არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე. რაზე ვსაუბრობთ არ ვიცი. მემგონი პარალელურ სამყაროში არიან ესენი”, – თქვა მანჯგალაძემ.
კომენტარები