ბიძინა ივანიშვილის მხილების საპასუხოდ პროკურატურა მურთაზ ზოდელავს 13 წლის წინანდელი სატელეფონო ჩანაწერით დაინტერესდა. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე, როცა ენმ-ის ერთერთი ლიდერი მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა.
მურთაზ ზოდელავას აცხადებს, რომ პროკურატურა მას შედმეგ დაინტერესდა, რაც მან ივანიშვილის სახელით გადარიცხული 100 მილიონის საეჭვი წარმომავლობაზე ფეიბსუქპოსტი დაწერა.
პოსტის დადებიდან რამდენიმე საათში ზოდელავას განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი და უთხრა, რომ აქვთ მოსამართლის განჩინება 13 წლის წინანდელ სატელეფონო საუბარზე, რომელიც მურთაზ ზოდელავა უკავშირდება. 7 ნოემბრის საქმზე, ზოდელავა რამდენიმე წლის წინ უკვე დაიკითხა.
ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და მიანიშნეს, რომ ის უნდა გაჩუმდეს, სხვა შემთხვევაში გამოძიება მის წინააღმეგ აქტიურ ფაზაში გადავა.
„13 წლის წინანდელ საქმეზე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა რომ ზარი გამოუშვა, იმას ადასტურებს, რომ ამ ფულს ოთარ ფარცხალაძე აგროვებდა. დამირეკა გამომძიებელმა ლაშა აბულაძემ, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სატელეფონო ზარების ამოღებასთან დაკავშირებით არის განჩნება. ეს ცხადია მინიშნებაა, ამ გაგანია პანდემიის დროს რომ 2007 წლის ზარების ამოღება მოხდა მაგთიდან, ფარცხალაძე მანიშნებს რომ უნდა გავჩუმდე, რომ ამ 100 მილიონის კონსოლიდირებაში მონაწილეობა რომ მიიღო ოფშორულმა კომპანიამ, რომელიც ასევე დაკავშირებული სარკინიგზო გადაზიდვებიდან შემოსული თანხების მიმოქცევაში“ – განახადა მურთაზ ზოდელავამ.
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი არც მალავდა, რომ ამ სფეროს მის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს აბარებდა. „საქართველოს რკინიგზა არის შავი ხვრელი და ბნელი თანხების საბადო, რომელიც ხმარდება არა მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებსატამ არამედ იმ ადამიანების პრად ინტერესებს, რომლებიც არაფორმალურად ახდენენ გავლენას – აცხადებს „ჰაბჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასო ურუშაძე.
StopCoV-ის ფონდში ბიძინა ივანიშვილის სახელით გადარიცხული 100 მილიონის წარმომავლობა კითხვის ნიშნებს აჩენს. ყოფილი მთავარი პროკურორი და ენმ-ის წევრი მურთაზ ზოდელავა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არსებული თანხის მობილიზებაში ჩართული იყო ოფშორული კომპანია, რომელიც ირიბად მონაწილეობს საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებიდან ამოღებული თანხების მიმოქცევაში.
„როგორც კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა ფონდში გადარიცხული 100 მილიონის კონსოლიდირებაში მონაწილეობს ოფშორული კომპანია, რომელიც იმავდროულად ირიბად მონაწილეობს სარკინიგზო გადაზიდვებიდან ამოღებული თანხების მიმოქცევაში.
თუ ეს ასეა მაშინ ეს 100 მილიონი ხალხის საკუთრებაა და მასთან ივანიშვილს რა ხელი აქვს? და თუ მაინც იბრალებს ესიგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება თუ რა მექანიზმებით განკარგავს ის რკინიგზიდან ამოსულ თანხებს. შეგახსენებთ, რომ რკინიგზა არის სახლემწიფო კომპნია და ამ სფეროდნა შემოსული მოგება ბიუჯეტში (ანუ ხალხის ჯიბეში) უნდა მიემართებოდეს.“ – წერს მურთაზ ზოდელავა.
ნიუპოსტი
კომენტარები