ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“ისეთი იდეალიასტია ზოგი, ისე უანგარო, ისე გასხივოსნებული, რომ ვერაფრით გაუგია, მეომარს ხელფასი რაში სჭირდება, თუკი გმირია!!! თანაბრად ვერ გაუგიათ ეს მშიერმუცელა მონებს (როგორც ცოტნე გამსახურდია იტყოდა) და საუკეთესოდ დატენილ ფულის მუთაქებს. ააააანუ… გიმარცვლავთ – მეომარი სანამ ომშია, თურმე არც უნდა მოშივდეს, ტანსაცმელიც არ სჭირდება და სანამ ომიდან დაბრუნდება, შვილებსაც ლუკმა-პური არ უნდა ჰქონდეთ. ესეიგი, პარალელურად შიმშილითაც უნდა კვდებოდნენ. ხოდა მერე ეს ხალხი დაეტაკება ვიღაცას და დავით აღმაშენებლის აუგად ხსენებას არავის ვაპატიებთო. არ აპატიოთ, არა. ბოდვაში მაინც უნდა გიყვარდეთ სამშობლო.”
კომენტარები