საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს:
„მე-4 კლასში, მე-9 კლასელი გოგოსთვის მიმიწერია “ჩემს წამწამებზე ჩამომჯდარი, ჩემასავე ცრემლებში ფეხებს ისველებ”-თქო. ჰოდა ამ გოგოს ეს წერილი თავისი ძმისთვის უჩვენებია. ძმა მე-10 კლასელი იყო.
მეორე დღეს დილით, სამმა მუტრუკმა ფეხქვეშ გამიფინა
ატყდა ერთი ამბავი…
სკოლის დირექტორმა დაიბარა “მუტრუკი” და ჰკითხა, რა დაგიშავა იმ ცერისოდენა ბალღმა ასეთიო? იმ ბოთეს ჯიბიდან ამოუღია დაჭმუჭნული ჩემი ბარათი და მიუცია. დირექტორს უთქვამს: წადი ახლა და შენს დას გადაეცი, მსგავს სიტყვებს ვეღარასოდეს მოისმენს, რადგან შექსპირი საფლავიდან არ ადგება და სულაშვილი მაგას წამწამზე აღარ დაისვამს, ისეა ნაცემი თვალები არ უჩანსო.“
კომენტარები