ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ საჭიროა „სპეცოპერაციის“ მეორე ეტაპის ჩატარება არა მხოლოდ „დონბასის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, არამედ მთელ უკრაინაში.
„მთავარია მეორე ეტაპის დაწყება, უფრო კონკრეტულად კი, ჩატარდეს სპეცოპერაცია არა მხოლოდ „ლუგანსკის“ და „დონეცკის“ ტერიტორიაზე, არამედ – უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო იარაღით თავხედურად უზრუნველყოფს უკრაინას.
ეს იარაღი ადგილობრივ მოსახლეობაზე უკვე იყიდება. ეს უკვე მსოფლიო ქაოსია, უკანონობა. იმისათვის, რომ ეს არ გაგრძელდეს, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, მეორე ეტაპი უნდა დავიწყოთ.
გადადით სხვა ქალაქებში – ხარკოვში, კიევში, ყველა ქალაქში მთლიანად. შექმენით მთავრობა, რომელიც ჩვეულებრივ მართავს თავის ხალხს“.
მისივე თქმით –აუცილებელია ყველა სხვა სახელმწიფოსთან დიალოგის გაგრძელება:
„თუ მათ სურთ სანქციები, ჩვენ ვიბრძოლებთ სანქციების წინააღმდეგ, თუ მათ სურთ ომი, ჩვენ ვიბრძოლებთ“.
„ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ. მე, როგორც მეომარი, ვთხოვ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ნებისმიერი დავალება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ვლადიმირ ვლადიმროვიჩ, ველოდებით ბრძანებას!”
კომენტარები