ჟურნალისტი, მაია ასათიანი, “მთავარი არხის” ეთერში, ამბობს:
“ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს, სირცხვილია იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლა და ახლა მეორეს სიკვდილისკენ მიაქანებს – ეს არის სირცხვილი და ეს უნდა გაიზროს ყველამ და მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველმაც.
მე ჟურნალისტი ვარ და არ მიყვარს წარმოვადგენდე მხარეს, მაგრამ ახლა ის დროა, როდესაც უნდა იყო მხარე. მეორე მხარეს დგანან ის ადამიანები, რომლებიც ვიხილეთ – ბრბო, ეს არის სამწუხაროდ ბრბო და ბრბო როდესაც იწყებს ქვეყნის მართვას, სამწუხაროდ, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს.
მე არ მომწონს, როცა ჩემი ხელისულფება დამცინის, აბუჩად მიგდებს, ძველბიჭური ტერმინოლოგიით მესაუბრება, ეს არ დამიმსახურებია, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ძმაო-თი და ე, გოგო, დაო-თი ლაპარაკი მათ არ ეკადრებათ ჩვენ მიმართ.
ვიცი, მომესევა უამრავი ადამიანი თავისი მესიჯებით, გავიხსენოთ ყველა ის გარდაცვლილი და ასე შემდეგ, არავინ ამბობს, შეცდომები იყო, მაგრამ გააღეთ ფანჯრები და შეხედეთ, რა ხდება გარეთ. გადაავლეთ თვალი თქვენ ცხოვრებას და მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ, სიბნელეში ვართ უკვე და იქეთ მხოლოდ დასასრულია.”
კომენტარები