ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„თუ გინდათ სიმართლე გლობალურ ომის პარტიასა და მეორე ფრონტის შესახებ, მოკლედ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას:სინამდვილეში მეორე ფრონტი საქართველოში გაიხსნა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. ოღონდ ის გახსნა არა დასავლეთმა, როგორც ამას ხელისუფლება გვიმტკიცებს, არამედ რუსეთმა.ეს ომი დღემდე მიმდინარეობს არა ტანკებით და თვითმფრინავებით, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური, მიგრაციული, კულტურული, საინფორმაციო-პროპაგანდისტული ექსპანსიის სახით, ანუ ე.წ. რბილი ძალით.სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მეხუთე კოლონა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ამ ომს აწარმოებს საქართველოში, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. გარდა ამისა, სამწუხაროდ “ჰომო-სოვეტიკუს” ბაცილა ჩემი თაობის თავებში, როგორც ჩანს კი არ განადგურებულა საბოლოოდ, მხოლოდ მიძინებული იყო…ახლა გაიღვიძა და ნოყიერი ნიადაგი იპოვა.ქურდმა დანაშაული რომ დაფაროს, ყველაზე ხმამაღლა ყვირის – ქურდი დაიჭირეთო და ხელს სხვისკენ იშვერს. ეს არის ის, რასაც დღეს ქართული მეხუთე კოლონა აკეთებს.ასე რომ, მეორე ფრონტი დიდი ხანია გახსნილია და საოკუპაციო ომს აწარმოებს კრემლში მჯდომი გლობალური ომის პარტია, თბილისში მოთარეშე რენეგატების ხელით.“
კომენტარები