თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, “რეაქცია” დასმულ კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ვირუსის მეორე ტალღა და შეუშლის თუ არა პოლიტიკურ პროცესებს ხელს, კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პასუხობს:
“ჩემი ვარაუდით, მეორე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუმცა მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება უფრო რბილი, ნაკლებად დრამატული – თავად ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე მგონია ასე. სავარაუდოდ, მოსახლეობის რაღაც ნაწილი იმუნური იქნება. პლუს, ჩვენ ვისწავლეთ ამ ინფექციასთან ურთიერთობა, მისი მართვა და გაცილებით უფრო მომზადებულები შევხვდებით.
მეორე ტალღა ან არ იქნება, ან მეტი ალბათობით იქნება, მაგრამ იქნება გაცილებით რბილი ვიდრე პირველი და წესით, არ უნდა შეუშალოს ხელი ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებს.”
კომენტარები