ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
„ამ ეტაპზე ისევ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ინფექცია მაქსიმალურად შევაკავოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მობილიზებულია 4 000-მდე საწოლი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად შეგვიძლია ვმართოთ 4 000-მდე მოქალაქის საჭიროება. მნიშვნელოვანი იყო სისტემის სრული აუდიტის ჩატარება. ეს პროცესი შემოდგომაზე დავიწყეთ და ეპიდემიის დაწყების პერიოდისთვის არ დაგვისრულებია. დეტალურად უნდა შეგვესწავლა რეგიონებში ყველა საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული მოწყობა, ადგილზე სამედიცინო პერსონალის არსებობა და აპარატული მხარდაჭერა. დღეისათვის ჩვენ ამის სრული სურათი გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო კოვიდ-ცენტრად ვაქციოთ“
კომენტარები