„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა:
„მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში….
ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს.”
უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ამბობს, თუ ზოგადად – მაგალითად, დაბრუნდება, თუ არა სააკაშვილი?
არც ის დაუკონკრეტებია, მეორედ მოსვლა მხოლოდ ხელისუფლებას ეხება, თუ ოპოზიციასაც? მაგალითად, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული პირი, მეორედ მოსასვლელად უნდა იბრძოდეს, თუ არა?
მეორედ მოსვლები, გავიგეთ და მესამედ და მეტად მოსვლები?
კომენტარები