ყვავილებით მოვაჭრეებს ხელისუფლებამ ბაზრობის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. 1 საათი, რომელიც სამართალდამცველებმა გარემოვაჭრეებს მისცეს, უკვე ამოიწურა, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები არ ჩანან.
გარე გამყიდველები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ხელისუფლების დაწესებულ რეგულაციებს უნდობლობას უცხადებენ.
“2000 ლარი იქნება ჯარიმა და ჩვენ ვერაფერს ვერ გადავიხდით … დღეში 20 ლარს ვშოულობთ, 1საათი მოგვცეს ვადა… არსად არ მივდივართ, უნდა გავყიდოთ თაიგულები, რომ ლუკმა– პურის ფული შევიტანოთ ოჯახში” – ამბობენ მეყვავილეები
მოვაჭრეებს ხელისუფლება პირველ ეტაპზე, 2 ათას ლარიანი, შემდეგ კი 10 ათას ლარინი ჯარიმით ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ, მეყვავილეებს საქმიანობის დისტანციურად გაგრძელება ურჩია.
კომენტარები