მერაბ კობიაშვილის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს:
“მერაბ კობიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა (დევნის შეწყვეტის ნაცვლად).
ველოდებით სასამართლოში საქმის განხილვას.
იქ გაეცემა მალე ყველაფერს პასუხი გამამართლებელი განაჩენით!!
ჯერ არ დაწყებულა საქმის არსებითი განხილვა.მარტივი იქნება მერაბის უდანაშაულობის დასაბუთება.დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში ყველა გაიგებთ, რომ მერაბი გამართლდა!”
როგორც კაკაბაძე მოგვიანებით, სააგენტოებთან განმარტავს, მის კლიენტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.
„მერაბ კობიაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 და 108-ე მუხლებით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ერთი ადამიანის განზრახ მკველელობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ბრალი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ იმედი გვქონდა, როცა პროკურატურა რეალობას კარგად შეისწავლიდა, დევნას თავად შეწყვეტდა, თუმცა, ნაცვლად ბრალის შეწყვეტისა, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც აბსურდული და დასაბუთებელია, ისევე როგორც, მთლიანად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ სასამართლოში აუცილებლად მივაღწევთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას და მის მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.”
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.
კომენტარები