,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს და პირადად მისგან იცის.
“ქართულ პოლიტიკასთან რომ მას ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პროექტში ,,ფრი რაშა”, სადაც რუსი, ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაერთიანებული. მაგრამ ის, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ამ პროცესში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი, ამას გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიაში, სხვა ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც ყველას სთხოვს.
ვანო მერაბიშვილი გარდა იმისა, რომ ,,ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისი გენმდივანიც იყო, ამის გარდა ის არის ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველია. – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
კომენტარები