დიმიტრი შაშკინი ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს. მისი თქმით, ყოფილი შს მინისტრი ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიას მხოლოდ გვერდში უდგას და თანამდებობების ინტერესი არ აქვს:
`ვანო მერაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობები საქართველოში და ის როგორც რიგითი წევრი მხარს უჭერს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. “ჩვენ” ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ვართ ერთად. ვანო მერაბიშვილი არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა არის ჩართული როგორც ყველა ჩვენთაგანი რიგითი სტატუსით. ნებისმიერი პარტიის წევრმა რომ შეაქოს ხაბეიშვილი, ეს ნიშნავს, რომ ის ფარულად მართავს?~
კომენტარები