არასდროს ყოფილა გამორჩეული ლიდერი და არც მაღალი აზრი მის მიმართ არ მქონია. ბუნებრივია, მას ვერც ციხე უშველიდა, ვერ დააბრძენებდა და დააჭკვიანებდა და ვერც თანამდებობამ უშველა. ამის შესახებ გადაცემაში,„დღის ქრონიკა“ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშილზე საუბრისას განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილს დიდი ხანია, 20 წელია, ვიცნობ. ვიცნობდი, როდესაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში; როდესაც იყო ოპოზიციაში. არასდროს ყოფილა გამორჩეული ლიდერი და არც მაღალი აზრი მის მიმართ არ მქონია. ბუნებრივია, მას ვერც ციხე უშველიდა, ვერ დააბრძენებდა და დააჭკვიანებდა და ვერც თანამდებობამ უშველა.
იყო შსს და უშიშროება გაერთიანებული, განუსაზღვრელი უფლებებით იმ მხრივ, რომ უსმენდნენ ყველას, ჰქონდათ 20 000-ზე მეტი ფარული ჩანაწერი, რომელიც განადგურდა ჩვენს მიერ. ეს ყველაფერი იყო კომპრომატი, რომლითაც ვიღაცებს აშანტაჟებდნენ და ეს იყო მათი ძალაუფლება და პლუს, ციხეში მოხვედრის ყველას ეშინოდა
პატიმრების 75 პროცენტმა და ასევე ყოფილმა პატიმრებმა აღიარეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური წამება ყოველ მეორე დღეს.
ასეთ ადამიანს ბუნებრივია, ჰქონდა ძალაუფლება და შეიქმნა ეს მითი მისი განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და ძალაუფლების შესახებ, თორემ, მას არც ჭკუა ჰქონია არასდროს და არც განათლება“
კომენტარები