ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი პოლონეთს პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და მიხეილ სააკაშვილის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ რეზოლუციის ინიციატორი და მიმღები ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.
“უნდა ჩაითვალოს, რომ არის არამეგობრული ჟესტი. თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი. ჩვენს საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. თუ პოლონურ საზოგადოებას აქვს იმის საჭიროება, რომ ავხსნათ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ, რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელებს”
პოლონეთის სეიმმა მიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადაიყვანოს მიხეილ სააკშვილის უცოხეთში სამკურნალონდ. დოკუმენტის ავტორი მალგოჟეტა გროშევსკაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სანახავად “ვივა მედში” ორჯერ არ შეუშვეს.
კომენტარები