დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ვანო მერაბიშვილზე:
„სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მერაბიშვილმა ისარგებლა ამნისტიის კანონით, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2013 წელს და სხვების მსგავსად, სასჯელის ვადა შეუმცირდა. იმ კანონებით რომ გასამართლებულიყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედებდა, გაცილებით დიდ ხანს მოუწევდა ციხეში ყოფნა, ანუ შეკრებითობის პრინციპით, კიდევ ბევრი წელი ვერ გათავისუფლდებოდა“, – ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
კომენტარები