ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ექსპრემიერის მიერ ციხის დატოვების შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.
„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, – განაცხადა კვიციანმა.
კომენტარები