საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი, ტვ პირველთან, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობს და ამბობს:
„თქვა, რომ იცით რა ამ კაცმა დამპატიჟა… არეულობას გამოიწვევს, მიშა ფრთხილია. გადაეკიდებიან ერთმანეთს ადამიანები. ფაქტია, რომ გარემოცვა იყო, რომელსაც ენდობოდა. არ ვიძახი, რომ ეს იყო 10, 20 კაცი, შეიძლება 1 ან 2 კაცს ენდო. ამ სიტუაციაში არასოდეს 10 კაციან ნდობას არ იღებენ… უცხოს არ ენდობოდა. მიშა არ არის ის კაცი, რომ ვინმემ მოატყუოს… გამორიცხულია, მაგრამ, როგორც ჩანს მოტყუვდა. რაღაცის იმედი ჰქონდა, იმედი ჰქონდა, რომ რაღაცით დაცული იყო… “, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მამა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
კითხვას, ანდობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი მის ბედს ვანო მერაბიშვილს, ნიკოლოზ სააკაშვილი პასუხობს:
„ვანო მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშნავდა რომ არ ენდობოდეს? შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩააბარებდა?”
კომენტარები