მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? – ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა.
გუშინ ის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, პრემიერი ღარიბაშვილი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდას და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებას ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მიერ გამართულ აქციებს აბრალებს.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს აიცრა.
იმედია, ამირან გამყრელიძე, რომელიც მუდმივად გვეუბნება, რომ ქეიფს უნდა მოვერიდოთ, უპასუხეს პრემიერის კითხვას: “დანაშაულია ქეიფი?”
“შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს – ეს ერთის მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორეს მხრივ თვითშეგნება. ქვეყანაში ცეცხლი ანთია ეპიდემიის და ამიტომ ყველამ თავი შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპისიტუაციის გაუარესებაში“ – თქვა გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ და მთავარ ბუსტერად, სწორედ, დიდი თავყრილობები დაასახელა. გამოიყენებს, თუ არა, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი შოლტს და მათხრახს პრემიერთან მიმართებაში, თუ შეგნებისკენ მოუწოდებს, თუ უბრალოდ გაჩუმდება – გამოჩნდება.
კომენტარები