სცენარისტი ქეთი დევდარიანი:
„წულუკიანს აქვს ბერკეტი დასაჯოს პრეზიდენტი მასზე დაწერილი სტატუსის გამო და სჯის. უარესებს იზამს. ამ საზარელ კომიკურობაში დიდი ბოროტება იმალება ხოლმე, როგორც წესი.
ამასთანავე, გადახედეთ სხვა ახლადგამომცხვარ თუ თავიდანამოფუებულ პოლიტიკოსებს. იხუმრეთ მათზე, დასცინეთ, გააკრიტიკეთ ან მიუთითეთ, რომ ღლეობას ამბობს თქვენი პირადი აზრით. და დააკვირდით რეაქციას.
მერე წარმოიდგინეთ, ჯარი და პოლიცია რომ ეყოლება, რას გიზამსთ.“
კომენტარები