ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ვინც აქამდე კიდევ ვერ გაიგო: შეერთებული შტატებისთვის ივანიშვილის ხელისუფლება არის წითელი ხაზის მიღმა, იმდენად მიუღებელი, რომ ზრდილობიანობის გამო ხელის ჩამორთმევებიც კი გამორიცხულია. თუ ქართველი ხალხი ისევ დატოვებს ამათ ხელისუფლებაში, უკვე საქართველოც იქნება აშშ–სა და ევროკავშირისთვის წითელი ხაზის მიღმა, ყველა თანმდევი შედეგით. მერე ვინმემ რომ არ თქვას, უი, არ ვიცოდი, არ მეგონაო.
აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გაუუქმა.“ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ.” – აცხადებს საელჩო
კომენტარები