გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
,,პუტინი მიიღებს იმას რაც თავიდანვე სურდა – ესაა ნორდსტრიმი და აღმოსავლეთ უკრაინა.
კონფლიქტის დრამატიზირების პირველსავე დღიდან ვთქვი და ასეც მოხდება.
პატარა ბავშვი დაწვა სუპერმარკეტში იატაკზე, აფრთხილებს ფეხებს, ყვირის და ბღავის – მთელი სუპერმარკეტის შოკოლადი მინდაო.
ბოლოს მივა დედიკო მამიკო და უყიდიან ერთ შოკოლადს და ყველა კმაყოფილია.
აი ასეა რუსული სისტემა – დააყენე ქარბუქი, დაემუქრე წალეკვით და მერე მადლობას გეტყვიან რომ მარტო ერთი პატარა რეგიონი მიისაკუთრე უკვე ოფიციალურად
მიიღებს ნორდსტრიმს, აღმოსავლეთ უკრაინას და ყირიმსაც შეიხახვებს ისე, რომ ამერიკელები და ევროპელები მადლობას გადაუხდიან, საკუთარ გმირულ საქციელს მილიონჯერ გააპიარებენ, რომ კიევი იხსნეს რუსული ტანკისაგან.
არ იყო რუსის მიზანი რუსული ტანკი კიევში – აი ეს რომ გაეგო და გაეთავისებინა ევროპას, პირდაპირ რომ ეთქვა პუტინისთვის – ვიცით არ ხარ კიევის ამღები, ვიცით გინდა აღმოსავლეთ უკრაინა და ნორდსტრიმი, ამიტომაც, ვერცერთ ვერ მიიღებ, გამორიცხულია, გაშიფრული ხარ და ეგრევე რომ დაეწესებინა სანქციები, იქნება და როდესმე ესწავლა რუსს, რომ შოკოლადს არ მისცემენ.
საქართველოს 2008 წლის სცენარია ოღონდაც იმ განსხვავებით, რომ
უკრაინას ახლა ათასი მხრიდან ეტყვიან,
არაუშავს თუ სასაზღვრო ჯარისკაცებს სნაიპერები გიკლავენ – არ წამოეგო პროვოკაციას და გადაყლაპეო.
არაფერია უკრაინის 30%ის დათმობა, შეეგუე და გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ, რომ რუსმა არ აიღო კიევიო.
აი ესაა პრობლემა და ამ გზაზე დგას ეხლა უკრაინა მსგავსად საქართველოსა.
მერე ზელენკის ჩაანაცვლებენ უკრაინელი რუსულფულიანი ოლიგარქით და გამოეთიშება უკრაინა საქართველოსავით მსოფლიო არენას.
გამოსავალი?
დასავლეთმა უკვე გადაყლაპა ის, რაც არავითარ შემთხვევაში უკრაინამ არ უნდა გადაყლაპოს,
ანუ
მკაცრად უნდა განაცხადოს, ცალსახად, რომ ოკუპანტთან არავითარ ხელშეკრულებას არცერთ ფორმატში ხელს არ მოაწერს.
არავითარ შემთხვევაში.
მოაწერს ხელს?
უკვე დაღუპულია ოფიციალურად და დიდზე დიდი ხნით, უკვე მონა გახდება
ბელორუსივით
ყაზახეთივით…
საქართველოსა და მოლდოვას სიტუაცია ექნება სანატრელი.
უკრაინელებმა ახლა თუ ისე გააკეთეს, როგორც საქართველოს პარლამენტარებმა მიშელის დაჟინებით,
გახდებიან რუსეთის ვასალები და ვერასოდეს ეღირსებიან არაკორფციულ, არაოლიგარქიულ, სამართლებრივ ქვეყანას.“
კომენტარები