“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, წელს თბილისის მერია ცარიელი ქუჩების საახალწლო განათებაში 616 000 ლარს დახარჯავს. დასახარჯი 616 ათასი ლარიდან – 104 ათასი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდება.
გარდა ამისა, მერიის კომპანიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო.
ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის მერიამ 3.17 მილიონი ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენასა და თბილისის ქუჩების მორთვისთვის. 2017-2020 წლებში კი მხოლოდ საახალწლო განათებებში სულ 5,064,886 ლარი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისს ახალი წლის დადგომა 210 000 ლარი დაუჯდება. ქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს საახალწლოდ ახალი განათებებისა და კონსტრუქციების შეძენას. არსებული ინფორმაციით, გათვალისწინებულია ძველი კონსტრუქციებისა და განათებების განახლება.
კომენტარები