თბილისის მერიის გვერდზე, განცხადებაზე, სადაც წერს, რომ “მგზავრებმა” ვერ გაუძლეს ლიბერალი ფაშისტების” ზეწოლას და ამიტომ თქვეს კონცერტზე უარი, მოქალაქეები, კომენტარებში, წერენ:
სულ იოტისოდენა სინდისი და ღირსება როგორ არ გაქვთ ბიჭო, იქ ზედა ეშელონებში კი არა, აი, თუნდაც ამ გვერდის ადმინებს, ამას ხომ ხელოვნური ინტელექტი არ წერს.ხო ღირსები იქნებით, არჩევნების მერე ეს გულისამრევი მესიჯბოქსი, რასაც ასეთ პოსტებს ურთავთ, ისე ამოგისვირინგონ სიფათებზე, როგორც Inglourious Basterds-ში ასვირინგებენ და “ღირსებით” ატაროთ მთელი ცხოვრება.
თან 20 ში რომ დაგეგმეს ! ეს ჯიბრი გითხრით ბოლოს თქვენ! თორემ პარკების და სკვერების მოწყობა გადასარევია! თქვენი მოვალეობაც ეგ არის!
იმედი ღამის ფოტოები დაამუღამეთ, ლამაზია. აბა დღე საშინელებაა. მაგრად რომ იწვიმა პარკი დატბორილი იყო. რდენად გავქს ეგ პარკს არ ვიცი
ლიბერალები როდის აქეთ არიან ფაშისტები? იდეოლოგიები გადაიკითხეთ კარგად, თან მაგარი ბულინგია აი ეგ ფრაზები
სოსო პავლიაშვილი რომ ჩამოიყვანოთ, არა?!
ეს რა ტექსტია, ქალაქის მერიაა თუ პარტიის შტაბი
საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან რომ ფინანსდებით და ისევ საქართველოს მოქალაქეებს ასე რომ მოიხსენიებთ არ ტეხავს ? საცობით სავსე ,უპატრონო ძაღლებით სავსე, დანგრეული სკოლებით და განათებული პარკების ქალაქია ჩვენი თბილისი
ევროპისკენ წავიდე თუ თემქისკენ? მირჩევნია ჩემს შვილებს გავყვე ევროპისკენ.
,,გარემონტებული” ვარკეთილის მეტრო როდის იხსნება?
მოდი რა, დარგეთ ხე და გაიტანეთ ნაგავი. რა თქვენი საქმეა პოლიტიკა მიხედეთ ქალაქს არაა თვითმმართველობის არჩევნები ახლა.
300%ით გაძვირებულ ფასებზე რას იტყვით? შრომის კოდექსის ფეხით გათელვაზე? ხელფასების ზრდაზე? ჯანდაცვის მომსახურეობის ფასებზე? წამლების ფასებზე? ფუ იმენა გული მერევა თქვენზე… ზუსტი ნათქვამია ვაის გავეყარე უის შევეყარეო … თან 12 წელია შეგვეყარეთ და ვერ გიცილებთ
სიონის სტადიონზე კორპუსები ჩადგით და ჭაობზე, თქვენივე თქმით უპრეცედენტო ზომის პარკი გააშენეთ მაგ ტერიტორიას 4-5 წელიწადში ისევ რომ ჭაობი შეუტევს გრუნტის გამო კი იცით, მაგრამ მთავარია წინასაარჩევნოდ ხალხი დააბოლოთ და მერე რამე იქნება რა მნიშვნელობა აქვს
ღირდა ახლა ასეთი ქოცური პოსტის დაწერა? როგორ უნდა აგერიოს მერიის გვერდი ქოცების პარტიულ გვერდში? ხომ იცით, რომ თბილისში 10%-იც კი აღარ გყავთ მხარდამჭერი და ცოტა ტვინი მაინც გაანძრიეთ, სანამ “ლიბერალურ ფაშისტებს” უწოდებთ ქალაქის მოსახლეობის 90%-ს.
ზოგჯერ ვფიქრობ, ძალით აკეთებთ ამ ყველაფერს, რომ ვინმემ შემთხვევით არ აგირჩიოთ. მთელი წინასაარჩევნო კამპანია თვითლუსტრაციით ხართ დაკავებული. ასე სძულდეს მთავრობას საკუთარი მოქალაქეები, იშვიათია.
იქნებ მოგვხედოთ პოლიტკოვსკაიას 44 მცხოვრებ დევნილებს,გვაქვს სერიოზული პრობლემა,კონცერტი კარგია,მაგრამ ჩვენთან დიდი ვირთხები მართავენ კონცერტს გამომპალ,წყლით და ფეკალური მასებით სავსე სარდაფში,მოგვაქციეთ ყურადღება!
ლიბერალური ფაშიზმი მემარცხენე მემარჯვენეობა! დაბალი სიმაღლე! გამხდარი სიმსუქნე!
“არქიპელაგი გულაგის” ტომეულებით ხართ საცემი, აი.
სკოლაა ჩემს უბანში, განცხადება დაწერეს უფროსებმა გზაზე გადასვლის გამო ბავშვები რო არ დაზიანებულიყვნენ შუქნიშანი მოითხოვეს, არ გააკეთეთ. სანამ ვინმე კიდევ არ დააზიანდება არც გააკეთებთ. წლებიაა ‘ასფალტის’ დაგებაზე განაცხადი შემოგვაქვს და გვეუბნებით რომ ბიუჯეტი არ გაქვთ და ვერ დააგებდით. 50 ლარისთვის, კარტოფილისთვის და ხახვისთვის ხოო გაქვთ კარგადდ ბიუჯეტი???!!!!! უნამუსოოებოოოო ჩვენი ჯიბიდანნ აღებული თანხებით ჩვენთვისვე მაინც გააკეთეთ სარგებეელი!!!!!! დაგასრულებთ 26-ში!!!
ეს ოკ და დაპირებულ იპოდრომს როდის მიხედავთ? ამდენი წელია გადათხრილი და გაუბედურებულია, გეგმის მიხედვით უკვე უნდა დასრულებულიყო!
P.S იმედია წერეთელივით უხარისხო არაა არ მოინგრევა 1 თვეში და პარკის სახეს შეინარჩუნებს
არ გვინდა თქვენი კონცერტები, უბრალოდ წადით
სახურავი შემიკეთეთ რა გეკონცერტებათ, ჩამოდის წვიმა თქაფუნით
იპოდრომის შეპირებული ცენტრალური პარკი სადაა საბურთალოზე? ჯერ კიდევ წინა არჩევნების წინ რომ დააანონსეთ? თუ ოთხი წელი არ ყოფნის სკვერის კეთებას? მისი ტყიანი ნაწილი გაყიდეთ უკვე კორპუსებისთვის, ალბათ დანარჩენსაც იგივე ელის ამ არჩევნების მერე!
თქვენი გადაწყვეტილება, პარკის გახსნა დაგემთხვიათ მინიმუმ ორი კვირით ადრე გამოცხადებულ “ევროპის მარშის” თარიღს და დროს, რომელი ტიპის “ფაშიზმს” მიეკუთვნება?! ჩემი პატივისცემა MGZAVREBI
პოსტის ავტორს უფასო ხაჭაპურის და ლიმონათის მიწერა დაავიწყდა
იპოდრომმა რა დააშავა, 4 წელია ღობე რომ არტყამს. თუ საბურთალოზე “რადიკალები” ცხოვრობენ და არ არიან თქვენი ამომრჩეველი
პარკის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა ყოფილა 21 საუკუნეში
ვინც გაუძლო? :დდ ძლიერები :დ კუნთმაგარები :დ ტალახაძე და პეტრიაშვილი რომ ამღეროთ ?! :დ თქვენი ცხვრებისთვის მაინც სულერთი იქნება ,ისეთი ბრმები და ყრუები გყავთ.
რას ზეიმობით ოღონდაც ხალხის სიღარიბეს და დაცლილ ქვეყანას რაც ამ 12 წელიწადᲨი მოახერხეთ
იმის დაწერა დაგავიწყდათ, რომ ამდენი გაკეთდა ჩვენთვის და დაუნახავები ვართ!
‘ლიბერალური ფაშიზმი’ რა ჯანდაბაა ხალხო, თუ ლიბერალურია, ფაშისტური როგორაა და თუ ფაშისტურია, ლიბერალური როგორაა?!
ასე ‘ტუპად’-აც ნუ გადმოიღებთ ყველა ტვინისამრევ და უტოპიურ რუსულ ანტიევროპულ პროპაგანდას, საჯარო უწყებებისგან ასეთი არასწორი ტერმინის გამოყენება სხვა არაფერს ამბობს თუ არა იმას რომ მერია თავისი მერით სრულიად არაპროფესიონალი, გაუნათლებელი და გაბრაზებული, შესაბამისად ყველა არასწორი ძალისგან ადვილად სამართავია. სამარცხვინოები ხართ და სატირალია თქვენი ყოფა.
მარა მეთვითონ არ მივეცი ფეხბურთელ კალაძეს და რუსული ფულით გამდიდრებულ ივანიშვილს ხმა?! მეტის ღირსები ვართ
კომენტარები