“გირჩის” წევრი, გიორგი ბალხამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რუსთავში მოქმედ ყველა სამოქალაქო აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს, მოგიწოდებთ გამოხატოთ თქვენი პოზიცია:
ქალაქის მერიამ, კორონა ვირუსის მიზეზით, მოხუცებული ადამიანები, რომლებიც ყიდდნენ მწვანილსა თუ მზესუმზირას აყარა, როგორც გარე მოვაჭრეები იუწყებიან, დღეს დილით მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და უთხრეს, რომ რუსთავში უკვე 14 ადამიანია ინფიცირებული კორონა ვირუსით და ამის გამო მათ თავისი საქმიანობა უნდა შეეწყვიტათ, თუმცა ამავდროულად კითხვას ბადებს, გარე ვაჭრობა და მოხუცებული ადამინები, რომლებიც ბოსტნეულს ყიდდნენ თუ მზესუმზირას, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ, ოფიციალური განცხადებით, რატომ არ მიმართა საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრომ და რატომ მოიტყუეს მერიის თანამშრომლებმა, რომ რუსთავში უკვე 14 ადამიანია ინფიცირებული კოვი 19 – ით ?”
მოგვიანებით, გიორგი, კიდევ ერთხელ წერს სოციალურ ქსელში, ამ თემაზე:
“გილოცავთ !
რუსთავის მერიამ ჩაიკუკა, დიახ ჩვენი გავიტანეთ, ამრიგად, მათ პასუხი გაგვცეს, რომ ეს იყო დროები ღონისძიება და არ ვაპირებთ არავისთვის ხელის შეშლასო, თან კანონი მიუთითეს, რომ (საქართველოს 153 მე – 3 პუნქტის თანახმად, გარე ვაჭრობა აკრძალულია) ანუ შეეძლოთ თუკი დეზინფექციის სახით აკეთებდნენ, უბრალოდ მიეწერათ სხვა კონტექსტში, იქ მდგომი ადამიანებისადმი და არა აკრძალვის ენით ესაუბრათ.
თან იქ მდგომი მოხუცები გვეუბნებოდნენ, დღეს დილით იყვნენ და ორი კონა მწვანილი აგვაღებინეს გვითხრეს 5000 ლარიანს დაგიწერთო, ხოლო აქტიური ადამიანები, რომ გამოვცხადდით მერიის პრესსამსახურთან უარყვეს აღნიშნული და გვითხრეს, შეუძლიათ გარე მოვაჭრეებს განაგრძონ საქმიანობაო.
სასიხარულოა, რომ მე როგორც გირჩის მხარდამჭერი, ბადი და ილია როგორც სხვა იდეოლოგიის მქონე ხალხი, გამოვნახეთ საერთო და ერთად დავდექით, არ დავუშვით კონკურენციის ხელოვნური ჩახსნა ბაზრიდან, ამით ვიხსენით ადამიანები, რომელთათვისაც ეს ხურდები შეიძლება სასიცოცხლო იყოს.
მოკლედ, მადლობა ყველას მერიის გარდა.”
კომენტარები