აქტივისტი ნატა ფერაძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს სქრინს და წერს:
” სოფო კილაძე -ს “გულმხურვალე დახმარება” ტრანს გოგოებს”
მოგვიანებით, ნატა ფერაძე “რადიო თავისუფლებასთან” კიდევ ერთ მიმოწერას ასაჯაროებს:
“სოფო კილაძის ფეისბუკ პოსტი იმედის მომცემი გახდა ზოგიერთი ტრანსგენდერი ქალისათვის, რომლებიც დეპუტატთან მიმოწერაში ხაზს უსვამენ, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს ჰომო/ტრანსფობიასთან გამკლავება განსაკუთრებით გაუჭირდებათ.”
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის პასუხი:
“უთხარით, რომ ხართ უკიდურეს მდგომარეობაში და გესაჭიროებათ დახმარება, რადგან გიდგათ ფიზიკური არსებობის და გადარჩენის პრობლემა. რაც მართალია. ანუ თქვენ გჭირდებათ დახმარება იმიტომ, რომ გიჭირთ ისე, როგორც ბევრ სხვა ადამიანს, თქვენ არ ხართ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ, სამწუხაროდ. უამრავი ადამიანი მომმართავს.
სად ხართ ჩაწერილი ტერიტორიულად? განმსაზღვრელი თქვენი იურიდიული მისამართია, როგორც ვიცი. საჭიროა მიმართოთ მერიას ერთჯერად დახმარებაზე. თუ არ დაგიკმაყოფილეს, მითხარით. უნდა მიმართოთ, როგორც სოციალურად შეჭირვებულმა. ტრანსგენდერობის დაფიქსირება არ არის საჭირო. თქვენთვის მნიშნველოვანია, რომ დახმარება გაგეწიოთ, როგორც შეჭირვებულ მოქალაქეს
მე თქვენ სხვაგვარად გითხარით მიგემართათ. ანუ განცხადების დაწერა გჭირდებათ და ამას თქვენს გარდა ვერავინ გააკეთებს. მე ვერ გაგიკეთებთ ამას. სხვა მოქალაქეებიც ზუსტად ასე წერენ განცხადებას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოფო კილაძემ, სოციალურ ქსელში, დაწერა:
“მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში.”
კომენტარები