პოლიტიკოსი კახა მიქაია:
„დღეს, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რუსულმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხებით შედგნენ და შემდეგ დაწვეს.
დამოუკიდებელ საქართველოში, კრემლი რუსთაველზე მართავს აქციას და ხელისუფლება ფაქტობრივად დუმს. მეტიც, თანაუგრძნობს მას…
ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობის შეურაცხმყოფელი ფაქტის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თავის მართლება ბრიფინგზე, არადამაჯერებლად და სასაცილოდ გამოიყურება…
სამაგიეროდ, ის უმალ რეაგირებს პროტესტზე, რომელიც საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად სადმე დაფიქსირდება.
გუშინ, ჩემმა უმცროსმა მეგობარმა და თანამებრძოლმა, ზუგდიდის მერიის კედელს, პროტესტის ნიშნად მიაწერა:
,,გავრილოვის მონებო.”
…და მას, მყისიერად, ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს!!!
გავრილოვი საქართველოს რუსიფიკაციის სიმბოლოა.
რუსიფიკაციისა, რომელსაც თქვენ, ხელისუფალნო, მთელი თქვენი ძალისხმევით ემსახურებით…
მერიის კედელს კიდევ ვინ ჩივის, იცოდეთ, მალე ზედ შუბლზე დაგეწერებათ:
გავრილოვის მონა!!!
საშკა მოლაშხია გადაიხდის ადმინისტრაციული სასჯელით მისთვის დაკისრებულ ჯარიმას და თავისუფლად ივლის საკუთარ ქალაქში, თქვენ კი, მერწმუნეთ, მალე საკუთარი შვილებისთვის და თანაქალაქელებისთვის თვალებში ჩახედვის შეგრცხვებათ…“
კომენტარები