პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს მთელი დღეა მეფიქრება – ნეტავ არ ედარდებათ მერიის თავკაცებს, მერიის ინსპექტორებს, ტრაქტორებისა და ბულდოზერების გამქირავებლებს ზამთარში, პანდემიის დროს, უმწვავესი სოციალ-ეკონომიკური კრიზისის დროს თუნდაც უკანონოდ აშენებული სახლების ნგრევა! სინდისი არ აწუხებთ? სახლში რომ მიდიან, პირში შხამის გემოს არ გრძნობენ…
ამ ფიქრებს გავყევი, მარიკას პოსტი წავიკითხე და ბოლოს კარლ სენდბერგის ლექსი გამახსენდა (ზვიადმა თარგმნა), ადრეც გამიზიარებია თქვენთვის:
***
ნეტავ რას ფიქრობს ჯალათი, როდესაც
ბრუნდება სახლში სამუშაოს შემდეგ?
როდესაც დაჯდება ცოლთან და შვილებთან,
მიირთმევს ყავას, ან შაშხიან ერბო–კვერცხს,
თუ ეკითხებიან ისინი მამას,
როგორ ჩაიარა დღეს სამუშაო დღემ,
როგორ მიდის საქმე, კარგად თუ ცუდად,
თუ ერიდებიან ზოგიერთ თემებს და
ამინდზე, ხელბურთზე, პოლიტიკაზე,
გაზეთის იუმორზე, კინოზე მსჯელობენ?
ან როდესაც იგი გაიწვდის ხელებს
ყავის ფინჯნისკენ, ზედ თუ დახედავენ?
ან თუ ეუბნება უმცროსი შვილი:
,, მამიკო, ჰა, თოკი, მოდი ვითამაშოთ
ახლა ცხენობანა”,თუ ეტყვის ხუმრობით:
,,დღეს უკვე საკმაოდ მომბეზრდა თოკები?”
ან თუ აენთება სახე, ვით კოცონი,
და თუ შესძახებს:
,, ეჰ, მაინც რა არის ეს წუთისოფელი!”
და თუ სახეთეთრი მთვარე შეიჭვრიტავს
მის ფანჯარაში და პატარა გოგონას
დახედავს ბალიშზე ტკბილად მძინარეს
და ვერცხლს გადაათოვს ჩვილის სათუთ ყურებს
და ოქროს კულულებს, ნეტავ ამ დროს
რას შვება ჯალათი? მას არ ეძნელება
ალბათ ყოველივე ამის ყურება და,
საერთოდ,
მე ვფიქრობ,
ჯალათს არაფერი არ ეძნელება.
—
დიახ! ჯალათს არაფერი არ ეძნელება!”
კომენტარები