კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი პროდუქტების საყიდლად თავად დადის. ბერლინის ცენტრში ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ ფოტოს RTL.DE ავრცელებს.
ფოტოზე ჩანს, რომ მერკელს პირბადე და ხელთათმანები არ უკეთია და იგი ალკოჰოლს ყიდულობს. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც რამდენიმე ადამიანი მერკელს ურჩევს, ღვინო კი არა, ჭაჭა იყიდოს, რადგან, ღვინო არ არის ის სასმელი, რომელიც მას კორონას დაავიწყებს.
შეგახსენებთ, მერკელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაავადდება ვირუსით.
რა საიდუმლოს ფლობს მერკელი ისეთს, რომ დარწმუნებულია მას არ შეხვდება ვირუსი, ხელთათმანისა და პირბადის გარეშე რომ გადაადგილდება – ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ის ნამდვილად იქნება არაახალგაზრდა პაციენტთა იმ სიაში, რომლის გადასარჩენად გერმანიის ჯანდაცვა ყველაფერს იღონებს.
კომენტარები