გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მისი ხელფასი არა 2 ათასი, არამედ 3200 ლარია. თავზარაშვილი მიესალმება ღარიბაშვილის ინიციატივას ხელფასების მერებისთვის გაორმაგების შესახებ.
სხვებთან შედარებით პატარა ხელფასი არ არის ჩემი, დარიცხვით 3200 ლარი მაქვს. ძალიან კარგი თუ ორმაგდება მერების ხელფასები, 62 მილიონს როცა განკარგავ ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს. თუ ფიქრობთ რომ მერების მოთაფვლა უნდა ყველა არის “ქართული ოცნების” მომხრე და რა მნიშვნელობა აქვს, მერს ემატება მოსახლეობას ხო არ ემატება”, – ამბობს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, თუმცა ირკვევა, რომ მერების ხელფასები ბევრად მაღალია. მაგალითად, ბათუმის მერს ხელფასი 4500 ლარი აქვს, რუსთავის და ქუთაისის მერებს 3700 ლარი, ქობულეთის მერს 3500 ლარი.
კომენტარები