ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, პალიტრანიუსის ეთერში, კორონავირუსზე საუბრობს:
“კორონავირუსი 2015 წელსაა შექმნილი ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. შევთანხმდეთ ერთ რამეზე, წარმოუდგენელია ასე ემთხვეოდეს ყველა ცნობილი ჰოლივუდური ფილმი რეალობას. არსებობს გარკვეული სცენარი და ეს არ არის შეთქმულების თეორია, რის მიხედვითაც მიდის ხოლმე ის ამბები, რომელიც ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში.
მერწმუნეთ, კორონავირუსი დიდი ხნის წინ დამზადდა, ცხადია, ანტიდოტიც არსებობს მისი – უნდათ მოხდეს გარკვეული პანიკა.
მოდი, ვთქვათ რა მოხდა – ირანი და ჩინეთი გაჩერდა და გაიყინა. ვიმსჯელოთ ვის შეიძლება აწყობდეს? – არ ვამბობ ამერიკას და არ ვგულისხმობ ტრამპის კაბინეტს. ამერიკა არ არის მხოლოდ დონალდ ტრამპი. ტრამპს სერიოზული ოპოზიცია ჰყავს.
არაფერი შემთხვევით არ ხდება, ლაპარაკი იმაზე რომ სადღაც ვიღაცამ ღამურა შეჭამა, საბავშვო ბაღშიც აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.
კომენტარები