თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მესამედ ქართული ოცნების არჩევა ალბათ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. მართლა ისტორიული შანსი გვაქვს, ქვეყანა კოალიციამ მართოს. სასამართლო იყოს თავისუფალი, მომავალ არჩევნები ზეწოლის გარეშე ჩატარდეს, კორუფცია აღმოიფხვრას, ლარი გამყარდეს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი არ იღებდეს, პოლიციას მოტივაცია ჰქონდეს, რომ კრიმინალს ებრძოლოს, თავი ვიგრძნოთ დაცულად და ყველამ ერთად ვაშენოთ ქვეყანა, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან.
საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა არჩევნებზე წასვლა. წასვლა და ნებისმიერი ნომრის შემოხაზვა, გარდა მმართველი პარტიისა.
სხვა არჩევანი არ გვაქვს, სხვა გზა არ გვაქვს.”
კომენტარები