ჟურნალისტი, მწერალი დათო გორგილაძე;
,,ამსტერდამის აეროპორტში ვარ.
პასპორტის კონტროლზე ნამძინარევი მივედი.
ჩემი ინგლისური ისედაც საყველპუროა და ძილიანობა თუ მიტევს, პულსი არ ესინჯება.
მესაზღრე რაღაცას მეუბნება, ექოდ ჩამესმის.
უცებ ორივე ხელს მაღლა წევს.
ვფხიზლდები.
ვფიქრობ, რომ რაღაც დავაშავე. ან იქნებ ვინმეში ვეშლები? ფაქტია, ხელების მაღლა აწევას მთხოვს.
უკვე ცხადად მიდგას თვალწინ ნიდერლანდების ციხეში გატარებული წლები.
შემდგომში ირკვევა, რომ ტალახაძითაა აღფრთოვანებული მესაზღვრე და რადგან სიტყვებით ვერას გახდა, სხეულის ენას მიმართა.
ეს დღეები მოგზაურობის ჩანაწერებით შეგაბეზრებთ თავს, Cellfie-იმ გამომიწვია (ულიმიტო ინტერნეტით შემაიარაღა) და ვიფიქრე ძველ, გულუხვად გაზიარების დროს გავიხსენებ-მეთქი. როუმინგი გადავტენე, მოემზადეთ, ამიტანეთ. “
კომენტარები