პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, აცხადებს რომ არც კი ჩაუთვლია თუ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა პრობლემა გახდებოდა, რადგან ოპოზიციასთან შეხვედრები ყოველთვის იყო, რასაც ჰქონდა სამუშაო შეხვედრის სახე.
მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ვაშაძის ამერიკაში ყოფნის პერიოდში ქონდა კომუნიკაცია, რისი დამადასტურებელი მესიჯებიც აქვს.
“ჩვენ არასოდეს ამ პერიოდის მანძილზე, არც ერთ შეხვედრაზე რაც ოპოზიციასთან გვქონდა, მედიისთვის არასოდეს შემიტყობინებია.
ყოველთვის ვხვდებოდით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები იყო. გიორგი ამერიკაში რომ იყო, ამ პერიოდის მანძილზეც გვქონდა კომუნიკაცია, მესიჯები მაქვს ბოლო -ბოლო. შეხვედრა არ შეიძლებოდა პრობლემად ჩათვლილიყო ჩვენს შორის, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. რიგითი შეხვედრა შეუძლებელია პრობლემა ყოფილიყო, თუ ვინმე არ გახდიდა ამას პრობლემად.
ჩვენი შეხვედრები იყო მუდმივი და არცერთხელ ჩვენ შეხვედრას არანაირი პრობლემა არ მოუტანია. სულ გვქონდა კომუნიკაცია, გცალია? გაიღვიძე? ამერიკიდან რომ ჩამოვიდა- დაისვენე რომ შეგხვდე? ანუ მე არც კი ჩამითვლია, რომ ვინმე არ შემხვდებოდა”
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები