„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:
„როდესაც გუნდში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გყავს, სადაც “ლიდერშიპის” როტაცია თამამად შეგიძლია, სადაც მმართველი ხელისუფლების გაძლიერებას ვერც სამთავრობო და ვერც პარტიულ დონეზე არაფერი აღარ ემუქრება – ესაა წარმატების საწინდარი.
როდესაც პარტიულ და სამთავრობო “ტურბულენტობის” ეპოქას, მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს 2016 და 2021 წლებში, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა, რომელმაც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში კონცენტრირებულად უმძიმეს მოვლენებს გაუძლო: პანდემია, ხელისუფლების გადატრიალების არაერთი მცდელობა, საპარლამენტო საბოტაჟი, “ენ-ჯე-ო”-ს ჯანყი, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. – მომავლისკენ იმედის თვალით ყურების შესაძლებლობა უფრო თამამად გეძლევა.
ხოლო მრავალგზის დამარცხებული მავნებლების “სიხარული”, რომელიც “მესის” – “რონალდოთი” ჩანაცვლებას, თუ “რონალდოს” – “მესითი”, მოწინააღმდეგე გუნდის მარცხად ასაღებს – კვლავინდებურად, სამწუხაროდ არარსებული “ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის პრემიის” ნომინაციათა სფეროს განეკუთვნება. წარმატებები ორივე ირაკლის! ირევე – გვეიმედებით!“
კომენტარები