სიკვდილს სასწაულით გადარჩენილები პირველებთან უმძიმეს წუთებს იხსენებენ:
ჯერ მარტო იმაზე ვფიქრობ, როგორ გადავრჩით… ის ადგილი, სადაც ვიდექით, საერთოდ აღარ არსებობს… როგორ გადავრჩით… ვერტმფრენი დაჯდა მინდორზე, იქამდე დაგვეხმარნენ ადგილობრივები და მაშველები მოჰყვნენ ვერტმფრენებს.
სამაშველო ვერტმფრენი რომ ყოფილიყო… მაშველების იმედი არ მქონდა, ვერტმფრენების იმედი მქონდა, იმიტომ რომ მეწყერს შორის ვიყავით მოყოლილნი…
რომ შევხედე ჩემ ოჯახს, სადაც იდგა, მივხვდი ის არ იყო საიმედო ადგილი, წინ გავიხედე, დავინახე ხეები და ვიფიქრე, რაკი ამ ხეებმა ამდენს გაუძლო, საიმედო იქნებათქო და მაშოს ვუთხარი, იმ ხეებამდე უნდა მივიდეთთქო და შეეშინდა, მაგრამ ბოლოს დამეთანხმა. ძლივს მივედით, მეწყერში ვიყავით, 5 ნაბიჯი იყო დარჩენილი ხეებამდე და უცებ სიცივემ დაგვარტყა, მერე ხმა გვესმის, ერთდროულად ხდება, დავინახე ზემოდან უზარმაზარი ტალღა მოდის, ისეთ ადგილას ვარ, ვერ გავასწრებთ, აზრი არ აქვს, ისედაც წელამდე მეწყერში ვართ, გავჩერდით, ზურგით დავდექით და მკერდზე მივიხუტე მაშო, რომ დავარტყა ტალღამ, მარტო იმას ვფიქრობდი, რომ მაშოს ხელი არ უნდა გავუშვა… აზრზე რომ მოვედი, უკვე ხეებამდე ვიყავით… მაშოს რომ შევხედე, უკვე იძირებოდა… ამ მეწყერში ვიყავით შემდეგ 2 საათი…
ერთი ადამიანის ხმა მესმოს, მაშო რომ გადამყავდა, ქვემოდან ისმოდა ადამიანის განწირული ხმა, ოღონდ ვერ ვხედავდი ვერავის, სულ მიწა იყო… შველას ითხოვდა ეს კაცი, ყვიროდა, ყვიროდა და მიწა იყო სულ, კოტეჯის სახურავი დავინახე და ალბათ კოტეჯიდან მოდიოდა…
რაჭას რომ ჰყოლოდა ვერტმფრენი, ოღონდ ისეთი ვერტმფრენი ვერ დაგვეხმარებოდა, როგორიც მოვიდა, რომ დაჯდა და ჩვენ უნდა მივსულიყავით იქამდე, ისეთი ვერტმფრენი უნდა მოსულიყო, რომ კალათა, ან კიბე ჩამოეშვა და ავეყვანეთ…
კომენტარები