ვიკა ფილფანი, აქვეყნებს ფოტიებს და წერს:.
1 თვე გავიდა ზუსტად რაც ჩემივე ბრალეულობით კლდიდან გადმოვარდი (ცოცვისას და არა ფრენისას ) და 1 წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა…
ჩვენნაირების ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები მოსალოდნელია და მეც საკმაოდ ბევრჯერ მქონდა ნაფიქრი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ცუდი და უარესი დასასრული თუ მსგავსი რამ დამემართებოდა.
პირადად ჩემთვის უარესი დასასრული იქნებოდა რომ მეცოცხლა და დამეკარგა შანსი გამეგრძელებინა ექსტრემალური და აქტიური ცხოვრება, ნაკლებად ცუდს ისედაც მიხვდებით (გარდაცვალება არ არის ყველაზე უარესი რაც შეიძლება ადამიანს დაგემართოს).
ენით აღუწერელი ტკივილის მიუხედავად საღ გონებაზე ვიყავი და პირველი რაც იმ წუთებში გავიფიქრე სწორედ ეს იყო, შევძლებდი თუ არა ჩემი ცხოვრებით ცხოვრებას, არც ტკივილის შემშინებია არც იმ სირთულეების რაც წინ მელოდა, მხოლოდ ამის შემეშინდა.
ურთულესი 1 თვე იყო და კიდევ უფრო რთული რამდენიმე თვე წინ მელის…
ბევრად უფრო რთული იქნებოდა რომ არა ჩემი ექიმები, ოჯახი,საოცარი მეგობრები და ნათესავები…
დიდი მადლობა ყველას, ერთი სიტყვისთვისაც კი რითაც ამ ხნის განმავლობაში გამაძლიერეთ…
დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც მაჯერებდა რომ მალე ისევ ვიფრენ, ვირბენ, ვიცოცებ და ა.შ
ყველაზე ცუდი ფრაზა რაც შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ადამიანს უთხრა არის ის რომ – “აწი შეეშვი ამ ყველაფერს”, ვიცი რომ ცუდი განძრახვა არ დევს ამაში თუმცა დევს დაუფიქრებლობა, რაც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო ამძიმებს.
ამ შემთხვევამ უფრო დამაფასებინა რასაც ვაკეთებდი და როცა საბოლოოდ დავდგები ფეხზე მეტი მოტივაციით, სიყვარულით და სიფრთხილით გავაგრძელებ ყველაფერს…
მადლობა და ბოდიში იმ მეგობრებს ვინც ინციდენტის დროს ჩემს გვერდით იყვნენ, ვიცი რასაც ნიშნავს დაშავებული მეგობრის გვერდით ყოფნა და რა სიმძაფრის ნერვიულობა გადაიტანეთ ეგეც ?
მალე გადავალ მეორე ეტაპზე და როცა ყველაფერი დამთავრდება ყველა ჩემს ანგელოზს სათითაოდ გეტყვით მადლობას ❤️❤️❤️ ახლა შეგნებულად არავის ვნიშნავ
მადლობა, მადლობა და მიყვარხართ, მიყვარს სიცოცხლეც და მიყვარს ის შანსი რომელიც ღმერთმა კიდევ ერთხელ მომცა.
P.S Biggest thank Traumatology-Orthopedics Center • ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრი
მესტიის საავადმყოფოს ექიმები ისევ ცარიელი ხელებით იბრძვიან, ღმერთო გევედრები, თუ სადმე სამართალია მიეცი მათ ღირსეული პირობები.
სვანეთი არის ტურისტული რეგიონი, სადაც არაერთი ექსტრემალური და არაექსტრემალური სპორტის სახეობაა გავრცელებული, აქედან გამომდინარე საკმაოდ ხშირია ტრავმები და ძალიან სირცხვილია რეანომობილის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა.
#შინევროპისკენ
#georgiaiseurope
#slavaukraini
კომენტარები