პაატა იმნაძე მესტიასა და ყაზბეგში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს:
„მინდა, კარგად იცოდეთ, რომ თუ მესტიის მსგავსი ლოკაციები ქვეყანის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში ჯერ არ ჩანს ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება. იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაში. ის 1 000 სინჯი, რომელიც გუშინ ავიღეთ, რეალურად გვაჩვენებს, რა სიტუაციაა მესტიაში“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ:
„ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები – ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული , რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“.
კომენტარები