„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, თავის გუნდთან ერთად ფოთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მეთევზეებს და ქართველ ფერმერებს შეხვდა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ადგილობრივ მეთევზეებს რეგულაციებისა და შეზღუდვების ფონზე, ვეღარ ანხორციელებენ ბიზნეს საქმიანობას და „ქართულმა ოცნებამ“ მონოპოლია დაამყარა უცხოური კომპანიებისთვის.
„ახალი რეგულაციებითა და შეზღუდვებით, „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობამ გაანადგურა ჩვენი ადგილობრივი მეთევზეების ბიზნესი, დააფუძნა მონოპოლია უცხოური, თურქული კომპანიებისთვის, როგორც ჩვენი ბუნებრივი რესურსების ბენეფიციარები. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივ მეთევზეებს დაეხმარონ რეგულაციების შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობის შეძენაში, საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეუძლებელს ხდის განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. დამსხვრეული ოცნებების მთავრობას უბრალოდ არ აღელვებს ხალხი და მათი საარსებო წყარო, ისინი ზრუნავენ მხოლოდ იმ “დიდ თევზეზე”, რომელიც პარტისთვის და მის მეგობრებისთვის ფულის მომტანი იქნება. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქართველ ფერმერებსა და მეთევზეებს, რომ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ნაცვლად იმისა, რომ ის უცხოელებს მიყიდონ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძე
კომენტარები