ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი საქართველოში რუსეთიდან შემოსული ნავთობპროდუქტების იმპორტის 85%-მდე ზრდას ეხმაურება და ამბობს:
“ბიზნესი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ბიზნესი არის ბიზნესი და უნდა იშოვოს ფული. ჩვენს ქვეყანაში არსებული სანავთობო კომპანია არის კერძო, ამიტომ კერძო კომპანიას აქვს უფლება, სადაც ნახვას იაფად, იქ იყიდოს. როგორც კი ბიზნესი გახდება პოლიტიკაზე დამოკიდებული, ის ბიზნესი აღარ იქნება. რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე ჩამოვიტანოთ რუსეთიდან საქართველოში, რადგან ჩვენი ძალიან დიდი ვალი აქვთ”, – ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
3 თვეში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 85%-მდე გაიზარდა
კომენტარები