სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს:
„ხვალ ჩემი დედამთილის, გიული ალასანიის დაბადების დღეა. მეტირება როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება!
ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულისტკივილს წარმოადგენს.
გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა. ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს როცა მიჭირს: შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!
გილოცავ გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!“
კომენტარები